вторник, 22 июля 2014 г.

მოდული 8

მე-8 მოდულში გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას და დამხმარე მასალას. სასწავლო პროექტის  პორტფოლიოს გადახედვის შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.
მოდულის ბოლო ეტაპზე  განვაახლე ჩემი ბლოგი: გავხსენი ჩემი ფოსტა, Drave, და ბლოგი. ბლოგში შევქმენით მენიუს ზოლი (მთავარი, ჩემი პროექტები, კონტაქტები) დავამატეთ გაჯეტები (ტექსტის დასაწერი გაჯეტი, სურათის დამატების გაჯეტი, ბლოგის სტატისტიკის გაჯეტი. ავტვირთე ბმული GOOGLE - ს დისკზე და ჩემი პროექტის პორტფოლიო გავაზიარე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ტრენინგის ბოლო ეტაპზე გავაანალიზეთ ტრენინგკურსი.





понедельник, 21 июля 2014 г.

მოდული 7

გავეცანი სახელმძღვანელოში მე-7 მოდულს.
მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნით სასწავლო გარემოს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

მოდული 6

მე-6 მოდულში ვიმსჯელეთ როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები : სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან გავმართე  დამატებითი მეცადინეობები, არაქართულენოვან მოსწავლეებს    მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ,  მივცემ ინგლისურენოვან პროექტის რუბრიკას, თუ მათი მშობლიური ენა ქართული არ არის.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის განვავრცე კვლევითი კომპონენტები მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავების და მათი შესაძლებლობების დონის გაზრდის მიზნით. კერძოდ, გამოიკვლიონ რომელმა ფილმმა მიიღო კინოაკადემიის მეტი ჯილდო წლების მიხედვით. ბოლოს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
      

воскресенье, 20 июля 2014 г.

მოდული 5

სახელმძღვანელოში გავეცანი მე-5 მოდულის აქტივობებს.
ამ მოდულში გავეცანი, თუ როგორ შეიძლება  გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტების შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.შევიმუშავე შეფასებების გეგმა და გამოვიყენე პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩემი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. 

მოდული 4

გავეცანი სახელმძღვანელოში მე-4 მოდულის გეგმას, აქტივობებს.
განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება. Power Point-ში გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი  - "ფილმის ანონსის შექმნა".  მოსწავლეს ნიმუში შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების მიხედვით.
შემდეგ ჩემი პროექტის გეგმაში შევავსე სასწასვლო პროცედურების აღწერის პუნქტი, სადაც ავღწერე ჩემი პროექტის სამოქმედო გეგმის პროცედურები: საბაზისო ცოდნის შემოწმება,  პროექტის წარდგენა, პროექტზე მუშაობა, ნამუშევრების წარდგენა და პროექტის შეჯამება.

среда, 16 июля 2014 г.

მოდული 3

მე-3 მოდულში სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ გამოყენებული ლიტერატურის საავტორო უფლებები, პრეზენტაცია -ქაოსი, გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი APA და MLA და გადავწერე საავტორო უფლებების საქაღალდეში.
ვისწავლე gmail-ის Draive-ში მუშაობა.

მოდული 2

მე-2 მოდულში გავეცანით პროექტის გეგმას, გავეცანით მოცემულ კითხვებს და შევავსეთ გეგმა .  მოვიძიე ესგ, ამოვწერეუცხო ენის სტანტარტი და შევავსე სტანდარტთან შესაბამისობა  პროექტის გეგმაში, დავსვი საკვანძო კითხვები. შემდეგ გავაკეთეთ პოვერ პოინტში პრეზენტაცია.

вторник, 8 июля 2014 г.

მოდელი 1

ტრენინგი "პროექტებით სწავლება" დაიწყო 07.07.2014
გავეცანით სახელმძღვანელოს "პროექტებით სწავლება". ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.გავეცანით პირველი  მოდულის ამოცანებს, მიზნებს, პორტფოლიოში არსებული საქაღალდეებს, გავეცანით პროექტების გეგმის შაბლონს, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს, რუბრიკების პორტფოლიოს, პროექტების მახასიათებლებს.
შევქმენით საქაღალდეები პროექტების დოკუმენტაციის დასახარისხებლად და შესანახად.
 შევქმენით ბლოგი. 
შევქმენით პროექტის ბუკლეტი ნიმუშის მიხედვით.
სამუშაო იყო ძალიან საინტერესო.